ახალი ამბები
„რუსთავი 2“: ფარულ ჩანაწერში ზუგდიდის მერი და ბიზნესმენი კორუფციულ სქემაზე საუბრობენ
„რუსთავი 2“ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამავე ცნობით, საუბარია ავტოსადგურზე, გულუას პარკსა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც, გარიგების თანახმად, კვირკვიას უნდა გადასცემოდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

„რუსთავი ორი“ ფარულ ჩანაწერთან ერთად ტექსტურ ვერსიასაც აქვეყნებს:

"კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...

გოგია: ვინ აიღო ფული?

კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?

კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა...

გოგია: რატომ არ დაინტერესდი?

კვირკვია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?

გოგია: რატომ მიყვირი?

კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.

გოგია: დამშვიდდი.

კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?"

აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სუს-მა ლაშა გოგიას წინააღმდეგ გამოძიება სს კოდექსის 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

"ქართული ოცნება" ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების გადადგომასთან დაკავშირებით

სააკაშვილი გოგიაზე: ეს ნაგავი თავისით არ გადამდგარა

Print