პოლიტიკა
კალაძე ზუგდიდის მერის გადადგომას ეხმაურება: მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილის მიერ პოსტების დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯების გადადგმას.

კალაძე ამბობს, რომ, ლაშა გოგიასა და გია გულორდავას გადაწყვეტილება სწორია, რადგან მათ მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა და გამოძიებაც დაიწყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო, არის სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. ჩვენი გუნდისთვის მთავარია ის, რომ კანონი იყოს პირველ რიგში, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება. არავის არ ეპატიება, რომ კანონს მიღმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს“, - განაცხადა კალაძემ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ გადადგომის შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა. რაც შეეხება ვიცე-მერს გია გულორდავას მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კანცელარიას უკვე გადასცა.დღესვე „რუსთავი 2“ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ზუგდიდის მერის წინააღმდეგ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სუს-მა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

რა მიზნით იმყოფება ლაშა გოგია პრაღაში

Print