რეგიონი
გია გულორდავა ქრთამის აღებას უარყოფს
"ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ ეს თანხა ჩემთვის იყო განკუთვნილი და ვიღაცას თუ ჩაურიცხეს არ ვიცი",  - უთხრა ყოფილმა ვიცე - მერმა გია გულორდავამ ჟურნალისტებს სუს-ის შენობაში შესვლამდე. გულორდავას თქმით, ბიზნესმენს ის რამდენიმე თვის წინ შეხვდა და საუბარი მათ შორის მიწის იჯარის წესით გადაცემაზე იყო. როგორც ყოფილი ვიცე-მერი განმარტავს, ბიზნესმენს პირდაპირი წესით გადაცემაზე უარი ეთქვა და ტერიტორიის აუქციონზე გატანა შესთავაზეს. მისგან თანხის აღებას კი უარყოფს. გულორდავამ აქვე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერისთვის არ მოუსმენია.

გია გულორდავა ამ წუთებში სუს-ში ლაშა გოგიას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე იკითხება. 

"მას უნდოდა ტერიტორია, პირდაპირი, იჯარის წესთ მიგვეცა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, სადაც ის მიიღებდა მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი",- უთხრა ჟურნალისტებს გულორდავამ.

ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე გოგია სუს-ში ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს უწყებაში დაკითხვაზე ვიცე მერმა გია გულორდავაც დაიბარეს. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.


ამავე თემაზე:

ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან
Print