ახალი ამბები
„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - პროექტის საბოლოო ვერსია (ვიდეო)
ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულებულია. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება.

"მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიული აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები", - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებიმ“ თითქმის ორ მილიონად მოამზადა. შესაბამისი ტენდერი „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ გასული წლის ივნისში გამოაცხადა.ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ენგურის კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ვიდეო:
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

ამავე თემაზე:

ენგურჰესსა და აშშ-ს ჰუვერის კაშხალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Print