ახალი ამბები
სუს-ში „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია გამოკითხეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერიის ა(ა)ი.პ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია გამოკითხეს. როგორც რადიო „ათინათს“ უწყებაში უთხრეს,  პერტაია ერთ-ერთი საკითხის შესწავლის ფარგლებში გამოიკითხა, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელ საკითხზეა საუბარია.

სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება ნოე პერტაიას, ის რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Print