ახალი ამბები
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო (ფოტო, ვიდეო)
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონიძიებას ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი და მენეჯმენტი, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანია „ვან ოორდის“ წარმომადგენლები დაესრწნენ. „ანაკლიის განვითარების კონსოციუმის“ ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ საზღვაო სამუშაოების ეტაპის დაწყება ადგილობრივებს მიულოცა და პორტის მიერ მომავალში დაგეგმილ ეკონომიკურ კონტრიბუციაზე ისაუბრა.



„პირველი ფაზა არის მილიონ კონტეინერზე გათვლილი, ორ წელიწად ნახევარში მთლიანი ინვესტიცია იქნება 600 მილიონი, უშუალოდ პორტსი დასაქმებდა 1500 ადამიანი, ირიბად რამდენიმე ათასი. ასევე, უახლოეს ათ წელიწადში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვარაუდობენ . ნახევარ მილიარდიდან მილიარდ დოლარამდე კონტრიბუციას, ოცი წლის განმავლობაში კი კინტრიბუცია იქნება 60 მილიარდი. პრაქტიკულად, ბოლო კარიბჭეს აზიასა და ევროპას შორის ჩვენ ვხსნით ყველა გემისთვის, რომლის 75 პროცენტი ვერ ახერხებს საქართველოს ტეიროტიულ წყლებში შემოსვლას. ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომ დავჯდეთ რუკაზე და გავხდეთ სერიოზული მოთამაშე“, - თქვა ხაზარაძემ.

პორტის საზღვაო სამუშაოების დაწყების ცერემონიას დაესწრო ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც, რომელმაც აღნიშნა რომ საქართველოში ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტი ბევრი არ არის და არც იქნება.

პორტის მნიშვნნელობას გაუსვა ხაზი სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამაც. მისი განცხადებით, პროექტი ეკონოკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის დაწინაურებას შეუწყობს ხელს.

„ანაკლიის პორტის მშენებლობიდან ჩვენს რეგიონში იქნება უდიდესი სატრანსპორტო და ეკონომიკური კვანძი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დაწინაურებას და თითოეული ჩვენი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობს ამ დიდ მშენებლობაში“, - აღნიშნა ღონისძიებაზე მოწერელიამ.




საზღვაო სამუშაოებს ანაკლიის სანაპიროზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ იწყებს.



„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, პორტის მშენებლობისას დაგეგმილი საზღვაო სამუშაოები საქართველოსთვის უპრეცედენტოა. მის ფარგლებში, გემი „ათენას“ გამოყენებით, ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშას ამოიღებენ და ნაპირზე განათავსებენ. საზღვაო მშენებლობას კისაერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.

ამ დროისთვის ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე თავმოყრილია მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა, რომელიც საქართველოში „ვან ოორდის“ გემებმა ჩამოიტანეს. კონსორციუმის ცნობით, 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. მონტაჟდება წყლის მარეგულირებელი სპეციალური სისტემა. 110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა.



ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ამავე თემაზე:

გიორგი ქობულია: ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტი ბევრი არ გვაქვს და არც გვექნება





Print