ახალი ამბები
ლევან შონია: თუ საჭირო იქნება, კიდევ დამიბარებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მოდულის შენობაში დასრულდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას დაკითხვა. ის გამოძიების კითხვებს ხუთი საათის განმავლობაში პასუხიბდა.

„კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, კიდევ დამიბარებენ“, - განაცხადა შონიამ ჟურნალისტებთან.

ყოფილი გუბერნატორი სუს-ის მიერ 338-ე, ქრთამის აღების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.


ამავე თემაზე:

დავით კოდუა: გამომძიებლის კითხვები თანამდებობაზე ყოფნის დროინდელ საქმიანობას ეხებოდა
Print