რეგიონი
სწავლის დაწყება GLC - ის ზუგდიდის განყოფილებაში (ვიდეო)
ახალი სასწავლო წელი ასოციაცია "ათინათის" ბაზაზე არსებულ საქართველოს სასწავლო ცენტრის GLC ზუგდიდის განყოფილებაშიც დაიწყო. მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სწავლის დაწყება სკოლის ზუგდიდის განყოფილების დირექტორმა გია ხასიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.



პედაგოგი თინათინ ლოლუა მოსწავლეებს გერმანული ენის სწავლის მნიშვნელობაზე ესაუბრა და უთხრა, რომ ამ ენის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში მათ ეძლევათ საშუალება გერმანიის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უფასოდ, გამოცდების გარეშე ისწავლონ.




„ჩვენი რამდენიმე კურსდამთავრებული უკვე სწავლობს გერმანიაში. გერმანიის უნივერსიტეტებში ასევე გვაქვს გაცვლითი პროგრამა ქალაქ კარლსრუეში „მერკურის“ აკადემიასთან, რომელიც წარმატებულ GLC - ებს აძლევს საშუალებას გაეცნონ ამ ქვეყანას და მის კულტურას“, - თქვა გერმანული ენის მასწავლებელმა თინათინ ლოლუამ.



სასწავლო ცენტრის GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაში 70-მდე ბავშვი სწავლობს. აქედან, თითო კლასში მოსწავლეების რიცხვი 10-ს არ აღემატება, რაც სწავლის მაღალ ხარისხზე აისახება.




Print