რეგიონი
აფხაზეთში სამახსოვრო მონეტა გამოუშვეს
აფხაზეთში სამახსოვრო მონეტა „აიააირა 25„ გამოუშვეს. „აფხაზეთის ეროვნული ბანკის” ინფორმაციით, ის „ ქართულ -აფხაზურ ომში გამარჯვების 25 წლისთავის მიეძღვნა“, წერს აფხაზური მედია. მონეტა 925 სინჯის ვერცხლის და 999 სინჯის ოქროსგანაა დამზადებული. 100 აფსარის ნომინალის მონეტის დიზაინზე მხატვარმა თემურ კაიტანმა იმუშავა.

ამავე თარიღის აღსანიშნავად აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის გამოსახულებით საიუბილეო ბანკნოტი „ვლადისლავ არძინბა“ გამოუშვეს. პირველი ქაღალდის ფული აფხაზური ვალუტაა, რომლის ნომინალი 500 აფსარია. „აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელის ბესლან ბარათელიას თქმით, ის ბრუნვაში 29 სექტემბერს, 10 ათასის ოდენობით ჩაეშვება.

Print