რეგიონი
აძიუბჟაში მეთევზეებმა 2 - მეტრიანი ზუთხი დაიჭირეს
ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლებმა 54-კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს, რომელის სიგრძე 2 მეტრზე მეტია, წერს „აფსნი ლაიფი“. ერთ - ერთი მეთევზის დაურ კვირტიას თქმით, ნახევარ ცენტნერიანი თევზი რეკორდსმენი სულაც არ არის, იყო შემთხვევები, როდესაც მათ ზღვიდან 200 და 300 კილოგრამიანი ზუთხიც კი ამოუყვანიათ.

მომზადებული თევზის დასაგემოვნებლად 70 - მდე ადამიანი მოვიდა. ნაწილი კი ნაცნობებს დაურიგეს.



Print