რეგიონი
სოფელ პრიმორსკოეს მკვიდრი ზღვაში დაიხრჩო
გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში 1958 წელს დაბადებული გურამ ადამია ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. შემთხვევის ადგილზე მისულმა მყვინთავებმა ცხედარი, დაახლოებით, 5 წუთში იპოვეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიზან ლომიას თქმით, შემთხვევის შესახებ მათ თვითმხილველებმა შეატყობინეს. გურამ ადამია სოფელ პრიმორსკოეს მკვიდრი იყო.


Print