ახალი ამბები
ზუგდიდის მერის სტიპენდია კიდევ ოთხ სტუდენტს დაენიშნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია, რომელიც თვეში 250 ლარს შეადგენს, კიდევ ოთხ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერის სტიპენდიას მიიღებენ:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ენვერ არდაშელია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი მარიამ ჩილაჩავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გვანცა სართანია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ნანა ბიგვავა.

მანამდე მერის სტიპენდია 11 სტუდენტს დაენიშნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის სტიპენდია 11 სტუდენტს დაენიშნა

Print