პოლიტიკა
არ შეეგუო ოკუპაციას - ზუგდიდში ზურაბიშვილს პროტესტით შეხვდნენ
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგზარდობის სასახლის დარბაზში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრა დაიწყო. ამ წუთებში მისი მხარდამჭერები დარბაზში დამსწრეებს კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიას აცნობენ. მათ დარბაზიდან კი მოქალაქე მაია კალანდია საპროტესტო შეძახილებით პასუხობს. დარბაზში მოქალაქე აქტივისტი როსტომ ზარანდიაც იმყოფება, რომელსაც ხელში უჭირავს ტრანსფარანტი წარწერით: "არ შეეგუო ოკუპაციას".

შეხვედრას მოქალაქეებთან ერთად საჯარო მოხელეები, პედაგოგები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება ზუგდიდის ყოფილი მერი და "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია. 

შეხვედრის დაწყებამდე ხმაური იყო დარბაზის შესასვლელში, სადაც რამდენიმე მოქალაქეს არ უშვებდნენ, რის გამოც დარბაზში მედიის შესვლა შეფერხდა. 


ამავე თემაზე:

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე მედიის შესვლა შეფერხდა

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ჩამოსვლა გააპროტესტეს (ვიდეო)

Print