ახალი ამბები
ზუგდიდის მერიიდან ნუკრი ესართია გაათავისუფლეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუკრი ესართია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დაუდასტურა.

ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება ესართიას გათავისუფლება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ესართია რამდენიმე დღის წინა გამოიკითხა. საქმე ეხება შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.


ამავე თემაზე:

შესაძლო ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით ნუკრი ესართია გამოიკითხა
Print