ახალი ამბები
საია ზუგდიდში საჯარო მოხელის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევას სწავლობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში მერიის თანამშრომლის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის ფაქტს სწავლობს. კერძოდ, ორგანიზაცია იკვლევს გამოიყენა თუ არა საჯარო მოხელემ აგიტაციის მიზნით სამუშაო დრო და ადმინისტრაციული რესურსი ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. საუბარია ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელზე დავით შამათავაზე, რომელმაც, სავარაუდოდ, სტუდენტებს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დასწრება შესთავაზა.

„საია-ს ინფორმაციით, შამათავა დაუკავშრიდა ერთ-ერთ სტუდენტს და სთხოვა, რომ მეგობრებთან ერთად მისულიყო შეხვედრაზე.

"ვსწავლობთ ფაქტის უტყურაობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ საია-ს ადგილობრივი ოგანიზახიის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

დავით შამათავა სტუდენტებისთვის შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეტყობინებების გაგზავნას არ უარყოფს.

„ჩემს სტუდენტ მეგობრებს ვუთხარი, რომ ვისაც ჰქონდა სურვილი, შეეძლო მოსულიყო შეხვედრაზე. მხოლოდ ინფორმაცია მივაწოდე შეხვედრამდე, დაახლოებით, ორი დღით ადრე. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით, არავის დაუვალებია“, - გვითხრა შამათავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გვითხრეს, რომ ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს და შეფასება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

საია ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს შეისწავლის
Print