რეგიონი
გუბერნატორი ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს: არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაცია
სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტები, მათ შორის პროექტი "სახლის მშენებლობა" და პროგრამა მრავალშვილიანთა და სოციალურად დაუცველთათვის - "ერთი თბილი ოთახი".

"ჩვენ სხვადასხვა აქტუალური პრობლემა განვიხილეთ და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ვფიქრობ,. უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაჭრაში. მოსაგვარებელია დაუმთავრებელი მშენებლობისა და ტენდერების საკითხიც. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ.

მხარის გუბერნატორი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთანაც გეგმავს შეხვედრებს.

Print