ახალი ამბები
„ანაკლია სითიმ’ სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა
„ანაკლია სითი“ ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებისთვის, დეტალური სამუშაოების მიმართულებით ტენდერებს აცხადებს. კერძოდ, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებაზე. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

ახალ ეტაპზე გადასვლამდე კი “ანაკლია სითისა“ და საერთაშორისო კომპანიების ექსპერტებმა ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განხორციელებადობის ეკონომიკური კვლევა, მოთხოვნის ანალიზი და კონცეპტუალური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი მოამზადეს.

„ანაკლია სითის“ მიერ გამოცხადებული მიმდინარე ტენდერები მოიცავს:  არქიტექტურულ და საინჟინრო მომსახურებას (ურბანული განვითარებისა და რეგულირების გეგმის და მშენებლობის ნებართვა) და  ზღვიდან ამოღებული მასალის განთავსების ადგილის და ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას.

ანაკლიის პორტის მიმდებარედ, იგეგმება სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რომელმაც რეგიონული ეკონომიკური კვანძის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

Print