ახალი ამბები
ანაკლიის პროექტები ფრანკფურტში ქართულ-გერმანულ ბიზენს-ფორუმზე წარადგინეს
„ანაკლია სითისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ფრანკფურტში გამართულ გერმანულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.

ამავე ინფორმაციით, ღონისძიებაზე „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა მონაწილეებს ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები გააცნო. ფორუმში ასევე მონაწილეობდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, თედო ჯაფარიძე, რომელმაც საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

ღონისძიებას, რომელიც გერმანიის ფედერალური მთავრობისა და საქართველოს ხელისუფლების პატრონაჟით ჩატარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print