ახალი ამბები
მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა სენაკში
12 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ასოციაცია „ათინათის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, სენაკში მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორის 20-მა წარმომადგენელმა მიიღო. შეხვედრის მიზანი იყო ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა მოზარდებს შორის ძალადობის (ბულინგის) მიზეზები, ნეგატიური შედეგებისა დაფიქსირება და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

alt

სამუშაო შეხვედრაზე ბულინგის ფორმები, მიზეზები, სტატისტიკა და შედეგები განიხელს. ამასთან, მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში პრობლემის პრევენციის საკითხებზე, კერძოდ, რა შეუძლია გააკეთოს პრობლემის გადაჭრით დაინტერესებულმა მხარეებმა (სკოლა, მშობელი, ახალგაზრდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვითმმართველობა და სხვა) იმისათვის, რომ მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტები შემცირდეს და რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის პრევენციისთვის.

alt
დისკუსიისას გამოიკვეთა პრებლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელი მიდგომა, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტმა აქტიურად და ურთიერთთანამშრომლობით იმუშაოს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება უფრო ფართო მასშტაბით უნდა მოხდეს. ანალოგიური შეხვედრები ასევე დაგეგმილია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

alt

შეხვედრა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


Print