პოლიტიკა
ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები წარწერებით КГБ დააზიანეს. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნული ქმედება სუს-ის ხელწერაა, რადგან პლაკატები და ბანერები მთელ საქართველოში ერთნაირად არის დაზიანებული.

„ეს არის სუს-ის ხელწერა. როცა სახელმწიფო იწყებს პლაკატებთან ბრძოლას, მაშინ ეს ხელისუფლება დამთავრებულია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

alt

მისი თქმით, ოპოზიციური მოძრაობა პოლიციისთვის მიმართვას არ გეგმავს, რადგან სრულყოფილი გამოძიების და შედეგის იმედი არ აქვს.


Print