პოლიტიკა
„ქართული ოცნება“: დასახელებულ პირებს, ბოლო რამდენიმე არჩევნებია, არანაირი კავშირი არ აქვთ ჩვენთან
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას ინფორმაციით, ის 17 პირი, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები დატოვების შესახებ დღეს განაცხადა, არა მმართველი პარტიის, არამედ, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ. მათი შეფასებით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ის ადამიანები, ვინც დაასახელეს დღეს ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წარმოამდგენლებმა, არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, ისინი იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები და ბოლო რამდენიმე არჩევნებია, არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ის პარტიაა, რომლის წევრებმაც ბოლო ორი წელი არ იცოდნენ, „ევროპული საქართველოს" წევრები იყვნენ თუ „ნაციონალური მოძრაობის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თამუნა ჯიქიამ.

დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის 17-მა წერვმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დატოვა. თავად დასახელებული ადამიანებიც ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილის კანდიდატურა მიღებელია. აღნიშნული პირები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.


ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები: პარტია ზურაბიშვილის გამო დავტოვეთ (ვიდეო)

Print