ახალი ამბები
LDA Georgia-მ სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი პროქტი დაიწყო
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას LDA Georgia ავრცელებს. ამავე ცნობით, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბენატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

პროექტი ხორციელდება GIZ-ის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.
Print