ახალი ამბები
ბეჩოში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ზუგდიდი-მესტიის გზა გადაკეტილია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მისი მოადგილე შეხვდება.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან განახლდება. კომპანიას ტექნიკის ნაწილი შეყვანილი ჰყავს, ნაწილსაც ხვალამდე შეიყვანს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

აქცია ბეჩოში დღეს დილით დაიწყო.
Print