ახალი ამბები
მარტვილის კანიონი ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიების ნუსხაში მოხვდა
2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. ამასთან, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდლი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

9 თვის მონაცემებით კი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი და თბილისის ეროვნული პარკი.

რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს, დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Print