რეგიონი
მოზარდებს შორის ძალადობის პრევენცია, მულტისექტორული სამუშაო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
2018 წლის 17, 18 და 19 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით, ჩხორუწყუ, ჯვარსა და ხობში ჩატარდა მორიგი მულტისექტორული სამუშაო შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორის 100 - მდე წარმომადგენელმა მიიღო. შეხვედრის მიზანი იყო ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა მოზარდებს შორის ძალადობის (ბულინგის) მიზეზები, ნეგატიური შედეგებისა დაფიქსირება და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

alt

სამუშაო შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარების ანალიზს - ბულინგის ფორმები და მიზეზები, სტატისტიკა, შედეგები.

შეხვედრის მეორე ნაწილში კი მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში პრობლემის პრევენციის საკითხებზე, კერძოდ, რა შეუძლია გააკეთოს პრობლემის გადაჭრით დაინტერესებულმა მხარეებმა (სკოლა, მშობელი, ახალგაზრდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვითმმართველობა და სხვა) იმისათვის, რომ მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტების შემცირება მოხდეს და რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის პრევენციისთვის.

alt

დისკუსიისას ცალსახად გამოიკვეთა პრებლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელი მიდგომა - მოხდეს საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიური და თანამშრომლობაზე აგებული ურთირთობების დამყარება, შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
მონაწილეებმა აღნიშნეს მსგავსი შეხვედრების ჩატარების აუცილებლობა უფრო ფართო მასტაბებით.

alt

შეხვედრები „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
Print