ახალი ამბები
ჭითაწყარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდში, ჭითაწყარში ღვინჯილიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. სახლში მამა და არასრულწლოვანი შვილები ცხოვრვდნენ. მათი თქმით, ხანძარი გვიან შენიშნეს, რადგან მეზობლის სახლში იმყოფებოდნენ.

"უცებ ავარდა ცეცხლი. ვერ მოვასწარით სახლიდან ნივთების გამოტანა. როგორც კი ვნახეთ, რომ ხანძარი იყო, დავრეკეთ სახანძროში, მაგრამ სახლი მთლიანად დამწვარია", - თქვა დაზარალებულმა ბესიკ ღვინჯილიამ.

მეზობლების ინფორმაციით, ის სოციალურად დაუცველია და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახელმწიფომ გაურემონტა.

ცეცხლის ლიკვიდირება ოთხმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ შეძლო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
Print