რეგიონი
ადვოკატი: ლაშა გოგია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას ადვოკატის მერაბ მამულაძის თქმით, გოგია ბრალს არ აღიარებს. მისი ინფორმაციით, დაკავებულის მტკიცებით, მას თავის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი დანაშაული არ მიუძღვის და ამის დამტკიცებას აპირებს.

„კატეგორიულად უარჰყოფს ბრალდებას და წარმოდგენა არ აქვს, რას და რატომ ედავება პროკურატურა. აპირებს, რომ იბრძოლოს და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და ეს ასეც იქნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მამულაძემ.

მისივე თქმით, გოგიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ამჟმად ზუგდიდის ყოფილი მერი სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ლაშა გოგია და გია გულორდავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე თემაზე:

სუს: გოგიას და გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ


Print