ახალი ამბები
გულორდავა: თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში
ზუგდიდის ყოფილმა ვიცე მერმა გია გულორდავამ მოსამართლეს მიმართა და ლაშა გოგიას გათავიუსფლება სთხოვა. ინფორმაციას "ინტერპრესსნიუსი" ავრცელებს. . "თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ. მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში,"- მიმართა გია გულორდავამ მოსამართლეს პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სასამართლო ზუგდიდი ყოფილი მერისა და ვიცე მერისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არიან დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

წყარო: IPN


ამავე თემაზე:

პროკურორი: ჩანაწერი, რომელშიც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია
Print