რეგიონი
ლაშა გოგიასა და გია გულორდავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდის ყოფილ მერსა და ყოფილ ვიცე მერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. "სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ დაასაბუთა იმით, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე, რაც დაუსაბუთებელი და მშრალი არგუმენტია", - უთხრა რადიო "ათინათს" გოგიას ადვოკატმა მერაბ მამულაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გოგიასთან ერთად იმსჯელებს, რაც შეეხება გია გულოდავას, ის და მისი ინტერესების დამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"კატეგორიულად არ ვეთანხმებით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას. რელევანტური შეიძლებოდა ყოფილიყთ გირაო, დაუსაბუთებელი იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - თქვა ზაქარაია გვიშიანმა. 

ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ფოტო: IPN

ამავე თემაზე:


გულორდავა: თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში
Print