ახალი ამბები
ორსანტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დღეს დილით ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ლიკვიდაცია სამმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ზუგდიდის მერიის ცნობით კი, დაზარალებულ ხაზალიების ორსულიან ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს და სამასალე მერქანს გამოიყოფს.

„2019 წლის იანვრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, "უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში" ჩაერთონ“, - აცხადებენ მერიაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
Print