ახალი ამბები
ლაშა გოგიას ადვოკატი მისი პატიმრობის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია დღეს მისმა ადვოკატმა გლდანის ციხეში მოინახულა. მისი ინფორმაციით, მან გოგიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების განჩინება გააცნო.

"ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ და ისიც დამეთანხმა, რომ უნდა გავასაჩივროთ გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ", - უთხრა რადიო "ათინათს" მამულაძემ.

გოგიას ინტერესების დამცველი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღესვე გაასაჩივრებს.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს გია გულორდავას ადვოკატიც.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და ყოფილ ვიცე მერს წინასწარი პატიმრობა სამ ნოემბერს შეეფარდათ.

ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე:

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ 
Print