რეგიონი
ზუგდიდის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი პატიმრობაში დატოვა
23 ივლისს ფოთში, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მიხედვით, პოლიციელმა მოქალაქეს დაკავებისას ესროლა. ინსპექტორებმა დააკავეს მოქალაქე, რომელიც სწრაფი აპარატის გაქურდვას ცდილობდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჭაბუკა ლემონჯავამ თავდაცვის მიზნით ისროლა, რადგან დაკავებული მათ თავს დაესხა. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. ბრალდებულის ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მათ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სასამართლომ დღეს კვლავ თავი შეიკავა პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვას სუსტი პოზიცია აქვს. ამ დავას ჩვენ მაინც მოვიგებთ., რადგან ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და ის დამნაშავისგან იცავდა თავს,“ - ამბობს ჯანაშია.

მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა 2018 წლის 21 ოქტომბერს ჩაინიშნა. 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეს პროკურატურა თავიდან 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა



თემა: მკვლელობა
Print