რეგიონი
აფხაზი და რუსი ჟურნალისტები თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს
აბხაზი და რუსი ჟურნალისტები თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. მას ხელი 14 ნოემბერს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოხდება, წერს „აფსნი ლაიფი“. მისივე ინფორმაციით 5 ნოემბერს, აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირმა, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის შუამდგომლობით, შეიტანა განაცხადი სუბრეგიონალურ გაერთიანება MED-Solidaire -ში გასაწევრიანებლად.

აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ამ გაერთიანების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ათენში გამართულ კონგრესზე : „ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონების ჟურნალისტთა კავშირების დიალოგი“ მიიღეს. მას 5 წევრისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელშიც საბერძნეთის, პალესტინის, პორტუგალიის, რუსეთის და საფრანგეთის ჟურნალისტთა კავშირების წარმომადგენლები შევლენ.

რუსლან ხაშიგის ინფორმაციით, მათ ინტერესები საბერძნეთში გამართულ ფორუმზე რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა წარმოადგენდა. გამოცემის ცნობით, აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა.

Print