ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 100 პროცენტი შესრულებულია
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 5 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე, 110 ჰექტარზე გადაიტანა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს. ამით საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპის 100 პროცენტი შესრულებულია, რისთვისაც „ ათენას“, „ვან ოორდის“ სპეციალისტებსა და დასაქმებულ ადგილობრივებს თვე ნახევარი დასჭირდათ.

„5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა - რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 500 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. ასევე მიმდინარეობს ამ მიწის დამუშავება და წყლისგან გამონთავისუფლება სპეციალური მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, რათა ქვიშას სასურველი სიმკვრივე მიეცეს. საზღვაო სამუშაოების მეორე ეტაპი ანაკლიის პორტში უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

alt


რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.



ამავე თემაზე:

ანაკლიაში ზღვის ფსკერიდან რეკორდული რაოდენობის ქვიშა ამოტუმბეს
Print