ახალი ამბები
გოჩა ფიფია: 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებები მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო (ვიდეო)
მოძრაობა "მართალი არჩევანის" ხელმძღვანელი და ყოფილი პარლამენტარი გოჩა ფიფია 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, სააკაშვილმა ომი არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ, როგორც "ნაცისტური მოძრაობის" ლიდერმა დაიწყო.



"თუ ჰიტლერი წარმოადგენდა მთელ გერმანიას და არა ნაცისტურ მოძრაობას, მაშინ ომი დაიწყო გერმანიამ. საომარი მოქმედებები მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, როგორც არა საქართველოს პრეზიდენტმა, არამედ ნაცისტური მოძრაობის პარტიის ხელმძღვანელმა და მე ამას ვამბობ 2008 წლიდან", - თქვა ფიფიამ.

დღეს გოჩა ფიფია ზუგდიდელებს შპს "ენგურის" შენობაში შეხვდა და ისინი დაგეგმილ ღონისძიებებზე მიიწვია. მისივე თქმით, "მართალი არჩევანი" დროებითი მოვლენაა "ნაცისტური რეჟიმის" დასამარცხებლად.

ფიფია იყო მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი 2004-2008 წლებში.

Print