ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: დადასტურდა, რომ „ევროპელები“ და „ნაციონალები“ ერთნი არიან (ვიდეო)
ირაკლი ღურწკაიას მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების ფაქტს გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გააკეთა. მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა და ღურწკაიას მიერ პარტიის დატოვება მათთვის მოულოდნელი არ არის.

„დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართელო“ ერთი ორგანიზიაციაა და ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები ტოვებენ "ნაციონალების" რიგებს და ემიჯნებიან წარსულს, რომელიც შავ ლაქასთან და სიბნელესთანაა დაკავშირებული. ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, მათ უნდა ეძებონ საკუთარ მიდგომებში და გადაწყვეტილებებში ამის მიზეზები. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ემიჯნებიან მათ პოლიტიკას“, - უთხრა მმართველი პარტიის შტაბში ქვარაიამ ჟურნალისტებს.



რაც შეეხება პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას განცხადებას, რომ ირაკლი ღურწკაიას შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ ეს შეხვედრა არ ყოფილა და ისინი მსგავსი მეთოდებით არ მუშაობენ.

ქებურიას ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს წევრ ირაკლი ღურწკაიაზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენს. ქებურიას ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს გიორგი გახარიაც შეხვდა. მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღურწკაიას გადასაბირებლად, ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ.

"ევროპული საქართველოდან" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. ღურწკაია ამბობს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ღურწკაია პარტიის დატოვების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღურწკაიამ "ევროპული საქართველო" დატოვა
Print