რეგიონი
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print