ახალი ამბები
ხეთაში დაშავებული პაციენტებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაწერეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში აფეთქებისას დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, სტაბილურია. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, მეორეს კი გასაწერად ამზადებენ.

ხეთაში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, რომელიც წუხელ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამავე თემაზე:

ხეთაში აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი გარდაიცვალა 
Print