არჩევნები
„ქართული ოცნება“: საუბნო კომისიის წევრების სააგიტაციო კლიპში მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის კლიპში საუბნო საარჩევნო ოლქების კომისიის წევრების მონაწილეობა კანონდარღვევა არ არის. შტაბში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ირინა კარტოზია და ლამარა თევზაძე 12 და 13 ნოემბერს გადაიღეს, როდესაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

„ეს საკითხი გავლილი გვაქვს იურისტებთან და არ წარმოადგენს დარღვევას“, - გვითხრეს ზურაბიშვილის შტაბში.

რაც შეეხება ნინო კვარაცხელიას, მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საუბნო კომისიის წევრი აღარ არის და უბნის დატოვების შესახებ განცხადება პირველი ტურის დასრულების შემდეგ დაწერა.

„დროის უქონლობის გამო გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა კომისია. თბილისში ვმუშაობ და ამდენ დატვირთვას ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი. ახლა კომისიის წევრი აღარ ვარ“, - თქვა კვარაცხელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ.

ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიცია: საუბნო კომისიის წევრები ზურაბიშვილის სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ
Print