ახალი ამბები
ანაკლიის პორტში თანამედროვე გიგანტურ ამწეებს დაამონტაჟებენ
ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეები უნდა დამონტაჟდეს და მასშტაბურ სამუშაოებზე 2000 - ზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აცნობეს. ამავე ინფორმაციით, სამუშაოების განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ახალი სამშენებლო კომპანიების შესარჩევი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა და ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად ტენდერის პირველ ეტაპზე გასული კომპანიების შერჩევა და მათთან გასაუბრებები დაიწყო.

ამ ეტაპზე ტენდერში მოწვეულია საპორტო ამწე დანადგარების წარმოების ლიდერი 6 საერთაშორისო კომპანია, რომელთა შორის გამარჯვებულმაც პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დააკომპლექტოს და დაამონტაჟოს. ამწეები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამონტაჟდება.

ანაკლიის პორტში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“- ზე 37 -ჯერ მძიმე იქნება

“საერთაშორისო კომპანიებთან კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც მათ ავალდებულებთ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი სუბკონტრაქტორების, ასევე მუშახელის აყვანას. ჯამურად რომ დავთვალოთ, მშენებლობის პროცესში 2000 ადამიანზე მეტ ადამიანს დავასაქმებთ, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 100 პროცენტი შესრულებულია







Print