ახალი ამბები
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი ყალბი პირადობების საქმეზე გამოიკითხა
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი არკადი ფიფია მთავარ პროკურატურატურაში გამოკითხეს. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს და მივლინებაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი გადამზადების გამო იმყოფება.

„დასამალი არაფერი მაქვს. რაც შეეხება ჩემს მივლინებას, 2019 წლისთვის დაგეგმილია წალენჯიხაში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა. ამასთან დაკავშირებით გავდივართ გადამზადებას, რადგან საზოგადოებრივ ცენტრს აქვს განსხვავებული სპეციფიკა. ჩემს მოვალეობას წალენჯიხაში ბუნებრივია, ასრულებენ“, - უთხრა ჟურნალიტებს ფიფიამ.

რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტს, არკადი ფიფიამ მედიასთან ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„დანარჩენ საკითხზე თქვენ შეგიძლიათ პრესსამსახურს მიმართოთ“, - განაცხადა არკადი ფიფიამ.

ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

საუბარია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას, რომელშიც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ამავე თემაზე:

სოსო გიორგაძე პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით: გაუგონარი ცილისწამებაა
Print