ახალი ამბები
ზურაბ შამათავამ სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა
გაერთიანებული ოპიზიციის კოორდინატორის ზურაბ შამათავას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სამხარეო პოლიციის შენობაში. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა დავით ახალაიამ. მისი ინფორმაციით, შამათავა დღეს მომხდარ შემთხვევას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„დაკავება არ მომხდარა, ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც არ ამოუღიაღ არაფერი კანონსაწინააღმდეგო. მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ მისი ვარაუდოთ, ეს უკავშრიდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, რაც ალბათ, ცალსახაა და ეს განცხადება ოქმშიც შეიტანეს“, - თქვა ახალაიამ.

ზურაბ შამათავას სამხარეო პოლიციის შენობა უკვე დატოვა. მას გარეთ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდებოდნენ.

ამავე თემაზე:


შსს: შამათავა უკანონო იარაღის ტარებასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გადამოწმდა

Print