ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: ყველა პროექტის გადაწყვეტა საზოგადობასთან განხილვის შემდეგ მოხდება (ვიდეო)
ზუგდიდში დეველოპერული კომპანია "მ² უძრავი ქონება" საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც ესწრებოდა. იგი მიესალმება სასტუმროს აშენების ინიციატივას, რომელიც, მისივე თქმით, ნამდვილად დაამშვენებს ქალაქს. მან აქვე აღნიშნა, რომ ჯერ ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა შემუშავდეს და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდეს მსგავსი პროექტი. 

"ნებისმიერი საერთაშორისო სასტუმროს მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი რეგიონი, განვითარდეს ტურიზმი, რომელსაც შეუძლია დიდი შემოსავალი მოუტანოს ჩვენს რეგიონს და ჩვენს მოსახლეობას. მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ ნებისმიერი დიდი პროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და საჯაროდ, რომ არ დარჩეს კითხვები. ეს არის პროექტი, რომელსაც საზოგადოება ეთანხმება და ცენტრალური ხელისუფლება მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოებას ყველა დაინტერესებულ პირს ეცნობება და მათთან მსჯელობის შემდეგ შევჯერდებით, თუმცა ამას ყველაფერს განსაზღვრავს ის გენერალური გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს. მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არიან პირველ რიგში საკუთარი ქალაქის იერსახით. შესაბამისად, რაც უფრო გავალამაზებთ და რაც უფრო ბრენდული სასტუმროები აშენდება, ყველა იქნება მოხარული", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.



ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის უკან მ² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა სასტუმრო აშენდეს (ვიდეო)
Print