ახალი ამბები
სამინისტრო: ზუგდიდის მეექვსე სკოლაში ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები გამოვლინდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთა შორის არის როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური გადაცდომები. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სამინისტროდან აცნობეს.

"შესწავლის შედეგად, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში გამოვლინდა დარღვევები როგორც ადმინისტრაციულ, ასევე ფინანსურ ნაწილში. აღნიშნული მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შეთანხმების, აუქციონის და ხელშეკრულების გარეშე იჯარით გაცემულ ფართების, თანხის განკარგვის თემებს. ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას და ა.შ", - აცხადებენ უწყებაში.

ამავე ცნობით, #6 საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მოქალაქის მიერ სამინისტროში შესული განცხადების საფუძველზე, ინსპექტირების სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა. შესაბამისი დასკვნაც გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს.

"დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს სკოლის სამეურვეო საბჭო, ვინაიდან ია კერძაია არჩეული დირექტორია", აცხადებენ უწყებაში.

თავად სკოლის დირექტორი ია კერძაია გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და სამართლებრივად ბრძოლას აპირებს.


ამავე თემაზე:

დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
Print