რეგიონი
ოკუპირებული გალის სოფლებიდან მოსახლეობა დილიდან აქტიურად გადმოდის
ენგურის ხიდზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი სპეციალურად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად გადმოდიან. როგორც რადიო "ათინათს" ნაბაკევის მკვიდრმა მამუკა ეხვაიამ უთხრა, მას გამშვებ პუნქტთან არანაირი პრობლემა არ შექმნია.

"გადაგვიმოწმეს დოკუმენტები, არც დიდხანს შევუყოვნებივართ. გადმოვედი, რომ არჩვენებში მივიღო მონაწილეობა და ჩემთვის მისაღებ კანდიდატს მივცე ხმა", - თქვა ეხვაია.

alt

გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა შესაძლებელია აფხაზეთი ვერ დაიბრუნოს, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესს ელოდებიან.

დღეს საქართველო პრეზიდენტს ირჩევს. 




Print