არჩევნები
შსს-მ აბაშაში დეპუტატის მხრიდან ხმის მიცემის დაცულობის შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო
აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინიტროდან აცნობეს. "მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ უწყებაში.

აბაშაში, მეათე უბანზე "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და ბიულეტენზე საარჩევნო ნომერი ამოუხაზა.

აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ქოიავას ინფორმაციით, კანონი დეპუტატს არ დაურღვევია, რადგან ამომრჩეველმა თავად სთოხვა მას დახმარება

თავად დეპუტატი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


Print