არჩევნები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემია დათვლილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საბოლოო შედეგები ასე გადანაწილდა:

ზუგდიდი - 107 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 49.52% (28 035), სალომე ზურაბიშვილი - 50.48% (28 577 ხმა);

წალენჯიხა
- 28 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 47.2% (7 200 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 52.8% (8 053 ხმა);

ჩხოროწყუ - 27 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 45.2% (6 001 ხმა), სალომე ზურაბიშვილი -54.8% (7 276 ხმა);

მარტვილი - 39 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 47.57% (9 329 ხმა), სალომე ზურაბიშვილი 52.43% (10 282 ხმა);

ხობი - 32 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე 43.22% (7 270 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 56.78% (9 550 ხმა);

სენაკი - 43 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 47.36% (10 334 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 52.64% (11 486 ხმა);

აბაშა - 24 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 40.38 % (5 355 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 59.62% (7 906 ხმა);

ფოთი - 32 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 40.38% (8 742 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 59.62% (12 909 ხმა);

მესტია - 40 უბნის მონაცემები: გრიგოლ ვაშაძე - 23.45% (1 178 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 76.55% (3 845 ხმა);

ამ მონაცემების თანახმად, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ხმა მესტიაში მიიღო, ყველაზე ნაკლები კი- ზუგდიდში.




Print