ახალი ამბები
სამინისტრო: სახელმძღვანელო, რომელშიც წერია, რომ ენგურჰესი სვანეთში მდებარეობს, თავიდან დაიბეჭდება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მეხუთე კლასის სახელმძღვანელოს „ჩვენი საქართველოს“ მეორე ნაწილი, რომელშიც წერია, რომ ენგურჰესი სვანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხელახლა დაიბეჭდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ უწყებაში განუცხადეს.

„ჩვენთვის ამ უზუსტობის შესახებ ცნობილია და წიგნები ხელახლა დაიბეჭდება. ახალ სახელმძღვანელოებში კი ეს ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება", - გვითხრეს სამინისტროში.

 „საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს. ენგურჰესის კაშხალის სიმაღლე 271 მეტრია“, - აღნიშნულია სახელმძღვანელოში.

შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯულიეტა როგავამ გამოაქვეყნა. ფეისბუქის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ.
alt
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აგრეგატები კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული.


ამავე თემაზე:

მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში წერია, რომ ენგურჰესი სვანეთში მდებარეობს 
Print