ახალი ამბები
სენაკში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა (ფოტო)
სენაკში, ურიდიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში, ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა. „საშინელი მდგომარეობაა, ჩვენი კორპუსის სახურავი თითქმის მთლიანად დაზიანდა. ასევე, დაშავდა მეზობლად მცხოვრები ადგილობრივი. სახურავი რომ გადახადა ქარმა, მეზობელ ეზოში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა და ქვეშ მოყვა. მისი სახლიც დაზიანებულია. ერთი წვიმა და გასაჩერებელი ადგილი არ გვექნება, ახლაც საშინელი ამინდია“,- უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა დევნილმა დალი თედორაძემ.
alt
მისივე ინფორმაციით, სახურავის პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათ თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
alt
„ვითხოვთ, ხელისუფლება მოვიდეს. ნახონ, ყურადღება მოგვაქციონ, შუაგული ზამთარია, დილიდან არ გვაქვს არც დენი, არც წყალი, გაზიც გამორთულია. რამდენი წელია ამ კორპუსის მოსახლეობა ვიბრძვით პრობლემის მოსაგვარებლად, არ დაგვტოვონ ასე, ამას ვითხოვთ“, - თქვა მან.

დაშავებულის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია. საავამდყოფოში გვითხრეს, რომ მოგვიანებით დაგვერეკა.

სენაკის მერის ლევან კურპეიშვილის ინფორმაციით კი, სენაკში დევნილთა საცხოვრებლის გარდა სახურავი აქვს გადახდილი 11 სახლს და ყველა შესაბამის ადგილზე ჯგუფებია გასული.



ამავე თემაზე:

გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები და გათიშული დენი - ძლიერი ქარი სამეგრელოში


Print