რეგიონი
ზუგდიდის #67 საოლქოდან საჩივრების განხილვის დროს ორი დამკვირვებელი გააძევეს
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომიდან თავმჯდომარისა და კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენელი გიორგი ფიფია და "საქართველოს პარლამენტთა საზოგადოების" დამკვირვებელი მირანდა გოგოხია გააძევეს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა, მათ უთხრა, რომ სიტუაციის არევის და განხილვაში ჩარევის გამო აძევებდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დამკვირვებლები უსამართლობას უწოდებენ.

მირანდა გოგოხიას თქმით, მისი გაძევების მიზეზი პირადი ინტერესია და საოლქოს თავმჯდომარეს მისი სხდომაზე ყოფნა აღიზიანებდა.
Print